ლევან ბოძაშვილი - თუ სადმე არაფორმალური და ერთპიროვნული მართვა ხორციელდება, ეს სწორედ სასამართლოა

ის, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებების ვენეციის კომისიის დასკვნისათვის გაგზავნა არ მომხდარა, უკიდურესად ნეგატიურად იმოქმედებს ევროპის საბჭოს მონიტორინგის შედეგებზე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბოძაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს მონიტორინგის ნეგატიური დასკვნა ნიშნავს საქართველოს მონიტორინგიდან ამოღების კიდევ დიდი ხნით გადავადებას, რაც თავის მხრივ ნიშნავს ქვეყნის როგორც სრულად დემოკრატიული ქვეყნის სტატუსის არ აღიარებას და საქართველო უკვე 20 წელზე მეტი ხნით გააგრძელებს არასრულფასოვან, ჰიბრიდულ დემოკრატიად ყოფნას, რაც აფერხებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ამიტომაც, თუ ხელისუფლებას არ სურს, რომ სასამართლოზე კონტროლი არჩიოს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მან აუცილებლად უნდა მიმართოს ვენეციის კომისიას დასკვნისათვის.

სასამართლოს დამოუკიდებლობა იმით არ განისაზღვრება, 2 მეზობელი რომ ღობეს ვერ იყოფს და მას სამართლიანად გადაწყვეტს, არამედ იმით, რომ ის ეწინააღმდეგება ხელისუფლებას სწორედ ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვან და სენსისტიურ საქმეებზე, რაც არ უნდა ცოტა იყოს ის. ამიტომაც, თუ სადმე ხორციელდება ე.წ. არაფორმალური მართვა, ეს სწორედ სასამართლოა და ეს პროცესი „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ასეა. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია რაიმე სერიოზულ ინვესტიციებზე საუბარი, და ამის აღმოფხვრას მოუწოდებს ოცნებას ამერიკაც და ევროპაც“, - აცხადებს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მონიტორინგის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიმართოს ვენეციის კომისიას სასამართლოს თაობაზე ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე დასკვნისათვის. ევროპის საბჭო საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე მონიტორინგს ახორციელებს 1999 წლიდან და პერიოდულად აქვეყნებს დასკვნებს თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის პროგრესი მონიტორინგიდან ამოღების კრიტერიუმებს, თუმცა 21 წლის განმავლობაში საქართველომ ეს ვერ მოახერხა სწორედ არჩევნების სამართლიანობისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ვერ უზრუნველყოფის გამო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა