კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან ერთი სენაკში გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან ერთი სენაკში გამოვლინდა. ინფიცირებული ასაკოვანი ქალია და იგი სოფელ თეკლათის მცხოვრებია. საზოგადოებრი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„დღეს გვაქვს კორონავირუსის ერთი შემთხვევა, ინფიცირებული ასაკოვანი ქალია. მას გადაიყვანენ შესაბამის კლინიკაში. ჯერჯერობით არ ვიცით ინფიცირების წყარო. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სენაკის ცენტრის უფროსმა, ანა ჭიჭაღუამ.

ამასთან, მისივე თქმით, ტესტირება ჩაუტარდა იმ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლესა და პედაგოგს, სადაც „კოვიდ 19“- ის სამი შემთხვევა დაფიქსირდა და არცერთ მათგანს ინფექცია არ დაუდგინდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო