ფოთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან სამი ფოთში გამოვლინდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანს შესაბამის კლინიკაში გადაიყვანენ.

„დღეს ჩვენთან სამი შემთხვევა გამოვლინდა, სამივე ერთი ოჯახის წევრია. ქალბატონები 39 და 19 წლის, მამაკაცი 45 წლის. მათი ინფიცირების წყარო სავარაუდოდ, ბათუმს უკავშირდება. მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.

ამ დროისთვის ფოთში, კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა