საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრუქტურულ რეფორმირებას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრუქტურულ რეფორმირებას აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები შეიქმნა.

უწყების ინფორმაციით, მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. „დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 %-ით. აღნიშნული სიახლეები მყვინთავ მაშველებს საგანგებო სიტუაციებზე მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სახანძრო-სამაშველო ძალების უფროს დავით სუხიშვილთან და განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწარფი რეაგირების სამმართველოს უფროს ავთო თუთისანთან ერთად გააცნო. შეხვედრას დისტანციურად დაესწრნენ დასავლეთ საქართველოს განყოფილების მყვინთავი მაშველები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა