თორნიკე რიჟვაძე - აჭარის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია მართვადია

აჭარის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია მართვადია,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რიჟვაძე აცხადებს, სამედიცინო სფეროს წარმოადგენლებთან ერთად, ვირუსის მართვა ეფექტურად მიმდინარეობს და რეგიონში მძიმე შედეგები არ არის.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონკრეტული შემცირების ფონზე, არ გვქონდეს მოდუნების საფუძველი, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველა იმ წესის დაცვა, რომელიც გვაქვს და ეს მოგცემს საშუალებას, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ კორონავირუსის მართვისას წარმოქმნილ ხარვეზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთეული შემთხვევები იყო, რაც გამოსწორდა.

„მზარდი დინამიკის ფონზე გარკვეული, ერთეული ხარვეზები იყო, პირადად ვეცნობი ყველა მოქალაქის და პაციენტის მდგომარეობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ კლინიკური მიმართულება კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ.

ერთეული შემთხვევები გვქონდა დაყოვნებების, ასევე ლაბორატორიული ნიმუშების პასუხების თვალსაზრისით, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი აღმოფხვრილია და სისტემა გამართულად მუშაობს.

ჩვენი მიზანია, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სრული წესრიგი გვქონდეს, ყველა დროულად იღებდეს სამედიცინო მომსახურებას და ეს დაყოვნებები აღმოფხვრილი იქნას. რაც შეეხება საწოლფონდებს, გასულ კვირაში უსწრაფესად მოხდა 1000-ზე მეტი საწოლფონდის ორგანიზება, რომელიც დღეს შევსებულია“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა