აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

როგორც მინისტრმა აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ინფიცირებული პირები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფები არიან.

მისი თქმით, კორონავირუსზე აღებულ ნიმუშებს დამატებით თბილისის ლაბორატორიაში იკვლევენ, რათა პასუხების დაგვიანება არ მოხდეს.

"ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ 24- საათიან რეჟიმში სხვა უწყებებთან ერთად ვმუშაობთ და განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას და მყისიერი რეაგირება გვაქვს.

კლასტერი რამდენიმეა - კონკრეტულ ჩამონათვალს ვერ გავაკეთებ.

ტესტირების არეალი გავშალეთ, ამით ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. მოსახლეობას მივმართავ, ნიმუშის აღებიდან ტესტის პასუხამდე მათ აქვთ იზოლაციის ვალდებულება. ნებისმიერი პირი, ვინც კონტაქტირებული პირია, 12-დღიანი იზოლაციის წესს უნდა იცავდეს“, - აცხადებს ნიჟარაძე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირებაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა კლინიკას მკაცრი ვალდებულება აქვს, რომ წესები დაიცვან.

"ყველა კლინიკაში მკაცრი ვალდებულებაა, რომ წესები უნდა იყოს დაცული. სიტუაციას მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. სამედიცინო სფეროში გვყავს დაინფიცირებული პირები, მაგრამ სამედიცინო პირი, რომელიც ეკიპირებულია, არ ითვლება ახლო კონტაქტად“, - აღნიშნა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი