ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში კორონავირუსი ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში კორონავირუსი ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა, - აღნიშნული ინფორმაცია თავად კლინიკის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

როგორც ადმინისტრაციაში განაცხადეს, ინფიცირებულთა შორის კლინიკის დირექტორია.

როგორც კლინიკის გენერალური დირექტორი ბექა იოსელიანი აცხადებს, ინფიცირების წყარო ცნობილია, თანამშრომლები სავარაუდოდ, პაციენტებისგან დაინფიცირდნენ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის ის, რომ ჩვენ ყოველ 24 საათში უკლებლივ ყველა თანამშრომელს ვუტარებთ „პისიარ“ ტესტირებას. მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გადიან ისინი სამუშაოდ. აქედან გამომდინარე, დადასტურებულ შემთხვევებს არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ პაციენტებთან. ოთხივე თანამშრომელი თავს გრძნობს კარგად. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ინფიცირების წყარო ცნობილია. იზოლაციაში იმყოფება დაახლოებით ათამდე ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულებთან. იზოლაციაში მყოფებს ორჯერ ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება და ორივე კვლევის შედეგი უარყოფითია. სავარაუდოდ, პაციენტებისგან დაინფიცირდნენ.

კლინიკა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ყოველდღიურად მიმდინარეობს ყველა თანამშრომელის ტესტირება, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციის გავრცელება"- განაცხადა ბექა იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა