ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ - ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია „ქართული ოცნების“ დამატებით შტაბად

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად აირჩია პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები. მისივე თქმით, ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია „ქართული ოცნების“ დამატებით შტაბად.

„საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად აირჩია ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“, ასევე ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და სკოლის მასწავლებლები. აღნიშნული პირები არიან მონურ მორჩილებაში მყოფი კომისიის წევრები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც მისცემს „ქართული ოცნება“. ძალიან სამწუხაროა, რომ ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია „ქართული ოცნების“ დამატებით შტაბად და ყველა ის დავალება, რასაც „ქართული ოცნება“ აძლევს საოლქო საარჩევნო კომისიას, ის უპირობოდ ასრულებს.

ვაგრძელებთ კიდევ გამოვლენას, იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით, არიან კიდევ სხვა პიროვნებები, რომლებიც დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“, ეს არის მხოლოდ ნაწილი და ამის შემდეგ გავაგრძელებთ უკვე კანონით მოთხოვნას, რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით იქნება.

ამჟამად გამოვლენილია 18 კომისიის წევრი და კიდევ მიმდინარეობს ხელისუფლებასთან კავშირების დადგენა,“- განაცხადა ბესიკ დონაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს