ზუგდიდში მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, მრავალბინიან კორპუსებს დეზინფექცია უტარდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

„ვაგრძელებთ საპრევენციო ღონისძიებების გატარებას. დღეს დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს ჩავუტარეთ. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება გვექნება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მათივე უსაფრთხოებისთვის, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები“, -აღნიშნა მერის მოადგილემ.

მერიის ინფორმაციით, ზუგდიდში დეზინფექცია სისტემატურად უტარდება საბავშვო მოედნებს, აგრარულ ბაზარს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა