თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გამკაცრებულ კონტროლთან ერთად კორონავირუსი ეფექტურად იმართება და უკონტროლო გავრცელების შეჩერება ხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც აჭარაში არსებული ეპიდ-ვითარება განიხილეს.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 24-საათიან რეჟიმში ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართავს პანდემიის გავრცელების რისკებს.

“მინდა აღვნიშნო, რომ არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და მნიშვნელოვანია ყველა არსებული წესის დაცვა, რაც მოგვცემს საშუალებას საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება, ლაბორატორიული ნიმუშების აღება, რაც გვაძლევს საშუალებას გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ტესტირება. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 4000-მდე ლაბორატორიული ნიმუშის აღება და დამუშავება. გაფართოვდა კლინიკების რაოდენობა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება და მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა