ტარიელ ნაკაიძე - ადგილობრივი თემის ყოფით საჭიროებებს ადგილზე უკეთ იცნობენ და მოაგვარებენ, ვიდრე დედაქალაქში კაბინეტიდან

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ქედის რაიონის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და პარტიის პროგრამა გააცნო.

როგორც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ტარილ ნაკაიძის თქმით, დღეს მაღალმთიან აჭარაში მძიმე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემებია, ამას კი ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა ემატება. ტარიელ ნაკაიძის თქმით, ამ ვითარების შეცვლას გარდამტეხი ცვლილებები და ადამიანებისათვის რეალური თვითმმართველობის მინიჭება სჭირდება.

მათივე ინფორმაციით, ტარიელ ნაკაიძემ სოფელ ბზუბზუს მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკურ პრობლემებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბდა და ასევე, ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„მე არ მოვსულვარ აქ მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა არჩევნები გვიახლოვდება. მე აქ მოვალ არჩევნების შემდეგაც. მათთან ვინც ხმა მოგვცა, და მათთან ვინც ხმა არ მოგვცა, რადგანაც მხოლოდ მე ერთი ადამიანი ვერაფრის გაკეთებას და შეცვლას ვერ შევძლებ. ჩვენ გვჭირდება, ახალი მიდგომები, ხელმისაწვდომი განათლება, ჩვენს პრობლემებზე საუბარი მაღალი ტრიბუნიდან, რომ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, მივიღოთ მეტი თვითმმართველობა სასოფლო თემებში, რომ უკეთ შევძლოთ ცხოვრების მოწყობა. ადგილობრივი თემის ყოფით საჭიროებებს ადგილზე უკეთ იცნობენ და მოაგვარებენ, ვიდრე სადღაც დედაქალაქში დამჯდარი კაბინეტიდან. ამიტომ ცენტრალიზებული მართვის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ უნდა შესუსტდეს. ეს ჩვენს რეფორმებს უფრო ეფექტიანს გახდის და ცხოვრებას გააუმჯობესებს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო