“ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჭიათურის წყალმომარაგების ახლად რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ ჭიათურის წყალმომარაგების რეაბილიტირებული ქსელი დაათვალიერეს, სადაც სამუშაოები ივნისში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ანა ონაშვილმა და კომპანიის ჭიათურის სერვისცენტრის მენეჯერმა კობა ნეფარიძემ მიაწოდეს.

მათი თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის სრულიად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

სამუშაოებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა, 43 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა