„ქართული ოცნების“ ლიდერები ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, პაატა კვიჟინაძესთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ აცნობეს.

მშენებელი კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ჭკადუას თქმით, ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს 5 ლოტზე, ბოლო მონაკვეთის დასრულება კი 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.

საჩხერე-ონის არსებული მარშრუტის (სიგრძე 111 კმ.) სამგზავრო დრო, დაახლოებით 2 საათია, ხოლო ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში.

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებით, აღნიშნული საავტომობილო გზა იმერეთისა და რაჭის რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც თბილისიდან ონში მგზავრობის დროს 1,5 საათით შეამცირებს და 5 საათის ნაცვლად მგზავრობისათვის 3.5 საათი იქნება საჭირო.

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის საერთო ღირებულება 105 მლნ. ლარს შეადგენს, საერთო სიგრძე კი 51 კმ-ია. პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის იგეგმება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო