გიორგი ვაშაძე - ქუთაისმა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი უნდა დაიბრუნოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი.

მისივე თქმით, ამისათვის აუცილებელია, ქუთაისში გაფართოვდეს აეროპორტი და ყველა დიდ ქალაქთან დაინიშნოს პირდაპირი რეისი.

„ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. ამასთან, უნდა გაფართოვდეს აეროპორტის მოქმედება და სამსაათიან საფრენ რადიუსში აბსოლუტურად ყველა დიდ ქალაქთან უნდა იყოს პირდაპირი რეისი. ამასთან, მნიშვნელოვანია განვითარდეს სატვირთო აეროპორტი.

სწორედ, ქუთაისიდან დავიწყოთ აღმშენებლობა. მინიმუმ ათი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უნდა შემოვიყვანოთ ქუთაისში, საოჯახო ტიპის სასტუმროებს კიდევ ახალი განვითარების არტერია მივცეთ. თითოეული ჩვენი გეგმის, თუ იდეის უკან არის დეტალურად დამუშავებული კონცეფცია ქუთაისისთვის და დასავლეთ საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს