გიორგი ვაშაძემ ქუთაისელებს 11 პროექტი გააცნო

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს, წარდგენისას ვაშაძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც პარტიას გასულ წელს უკვე შემუშავებული ჰქონდა და ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ვაშაძემ ქუთაისელებს საკუთარი ხედვა და ის ინოვაციები და მიდგომები გააცნო, რომელიც მისივე მტკიცებით, ქალაქს ავანგარდის სტატუსს, ხოლო საქართველოს რეგიონის ლიდერის ფუნქციას დაუბრუნებს.

„ქუთაისში აღმშენებლობის არასტანდარტული, განსხვავებული იდეების ერთობლიობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ქალაქი იყოს განვითარების ავანგარდში. სწორედ ასეთი არასტანდარტული, ინოვაციური იდეები არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ, თუ ჩვენ ეს არ შევძელით დღეს, აღარაფერი გამოგვივა ხვალ. ჩვენ უნდა შევისწავლოთ ყველა ქვეყნის გამოცდილება და გავაკეთოთ უმაგრესი პროექტები, რომელიც იქნება ამბიციური და ინოვაციური. ჩვენ უნდა ვიყოთ მსოფლიო განვითარების ავანგარდში, ამის ყველა შესაძლებლობა გვაქვს: ნიჭი, ინოვაციურობა, კრეატიულობა, ბუნებრივი რესურსები, არაჩვეულებრივი გეოგრაფიული ლოკაცია, საოცარი ისტორია და მუხტი, რომელიც გაერთიანდება საერთო იდეის, აღმშენებლობის გარშემო ამას ვერაფერი ვეღარ გააჩერებს, სწორედ ამაზეა დაფუძნებული ჩვენს მიერ წარმოდგენილი თერთმეტი პროექტი“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან ამომრჩეველს 11 ინოვაციური პროექტი გააცნო, რომელიც ქალაქს ახალ სტატუსსა და მნიშვნელობას შესძენს.

„დრაივ მუზეუმი „მედეა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი ისტორია გავხადოთ ერთის მხრივ ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და გასაგები, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს გავაცნოთ რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მუზეუმი „მედეა“ - ეს იქნება მულტიფუნქციური სპორტული არენა, სადაც დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს. მეორე, ქუთაისმა აუცილებლად უნდა დაიბრუნოს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი. მესამე - ინდუსტრიული პარკი ქუთაისში, ავანგარდში სადაც საბჭოთა კავშირის დროს წარმოებდა მიკრო სქემები, ჩიპები ეს არის ის წარმოება, რომელიც მთელს მსოფლიოში დღეს ყველაზე სწრაფად მზარდია, სამწუხაროდ, აქ ყველაფერი გაჩერებულია. ჩვენ აქ აღვადგენთ ჩვენს მიკროტექნოლოგიების წარმოების ინდუსტრიულ პარკს; მეოთხე - IT ქალაქი- ტექნოლოგიების განვითარების გარეშე არ არსებობს განვითარებული სახელმწიფო, მე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვაძლევ გარანტიას, რომ ჩვენი მხარდაჭერა ნიშნავს მსოფლიო გიგანტების შემოსვლას საქართველოში, Microsoft, Facebook, google და ა.შ გაგრძელებული, რომლებიც აქ გახსნიან ოფისებს. ამისათვის ჩვენ 10 000 გრანტის გაცემას ვაპირებთ იმ სპეციალობებში, რომელიც უნდა შეიძინონ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ მყისიერად მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი; მეხუთე მნიშვნელოვანი პროექტია - ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, როგორ ბიზნეს ცენტრის გაშენება, ეს ქვიტკირის ტერიტორიიდან უნდა დაიწყოს და მივიდეს აეროპორტამდე; მეექვსე - პარლამენტთან ახლოს გვინდა მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება, რომელშიც იქნება ძალიან დიდი სასტუმრო ინფრასტრუქტურა, რომ დიდი სპორტული ღონისძიებების ჩატარება გახდეს შესაძლებელი; მეშვიდე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმი,ქუთაისი-ზუგდიდის მარშრუტს ითვალისწინებს.; მერვე - სამ საათიან საფრენ რადიუსში გვინდა პირდაპირი რეისები ქუთაისის აეროპორტიდან, ეს ნიშნავს მინიმუმ 7-8-ჯერ მგზავრთა ნაკადის გაზრდას; მეცხრე ეს არის ბრენდული სასტუმროები ქუთაისში; მეათე- სატვირთო აეროპოპორტის განვითარება ქუთაისში. აქ განვავითარებთ არამარტო სამგზავრო, არამედ სატვირთო აეროპორტი მნიშვნელოვანია, ქუთაისს ყოველი მხრიდან თვითმფრინავის მიღების შესაძლებლობა აქვს და დღეს ძალიან დიდი ტერიტორია ასათვისებელია, შესაბამისად, აქ შეგვიძლია, გავაკეთოთ დასავლეთის და აღმოსავლეთის ანუ საკოორდინატშორისო სატვირთო აეროპორტი. ამ პროქტების განხორციელება ნიშანვს მეტ სამუშაო ადგილს, მეტ კმაყოფილ მოქალაქეს, მეტ განვითარებულ ახალგაზრდას”, - განაცხადა ვაშაძემ.

მან დასძინა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი არ არის სპონტანურობა, დაუგეგმაობა და სიტუაციაზე რეაგირება.

„როგორიც დღეს არის მიღებული სამწუხაროდ საქართველოში, არამედ სტრატეგიულად სწორად, გეგმაზომიერად ქმედება იმისათვის, რომ საქართველომ დაიბრუნოს რეგიონის ლიდერის ფუნქცია,ქალაქმა კი ავანგარდის სტატუსი შეიძინოს. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ აღმშენებლობის იდეის გარშემო და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რომ მომავალ თაობას დავახვედროთ ქვეყანა, სადაც ისინი საკუთარ მომავალს დაინახავენ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს