წყალტუბოში მსოფლიო ჯანმრთელობის უქმეები აღინიშნა

წყალტუბოში მსოფლიო ჯანმრთელობის უქმეები (World Wellness Weekend) აღინიშნა. 19-20 სექტემბერს მწვანე ქალაქში სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებების ფარგლებში სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურების ფასდაკლებებით ისარგებლეს წყარო N6-სა და სარეაბილიტაციო ცენტრ "Be Helthy"-ში, ასევე სასტუმრო “Park Hotel Tskaltubo”-ში მისულმა სტუმრებმა.

მათივე ინფორმაციით, წყლის რესურსებისა და წყალტუბოს უნიკალური რადონული წყლების თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს ქალაქ წყალტუბოს N I, II, III, IV საჯარო სკოლებისა და ა(ა)ი.პ „წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრის“ საბუნებისმეტყველო წრის მოსწავლეებმა.

"ჩვენ შევუერთდით მსოფლიო ჯანმრთელობს უქმეებს, მოეწყო სახალისო და კრეატიული აქტივობები, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სუფთა გარემოს მნიშვნელობას, წყალტუბოს აქვს შეუფასებელი განძი რადონული წყლების სახით, რომელსაც გაფრთხილება და რაციონალური გამოყენება სჭირდება. კარგია, რომ ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ ამ კამპანიაში, რადგან სწორედ მომავალმა თაობამ უნდა შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი ამ ქალაქისთვის ახალი სიცოცხლის დაბრუნების შეუქცევად პროცესში", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ამავე დღეს World Welleness Weekend-ის კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს სპორტული გაერთიანების კლუბის ინიციატივით, სპორტის სასახლეში ჭადრაკის და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირები ჩატარდა და გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მათივე ინფორმაციით, კურორტი წყალტუბო როგორც ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) ასოცირებული წევრი, წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი კულტურული გზის ნაწილს და პასუხისმგებელია თერმული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო