ფოთის მერი - კოორდინებულად ვმუშაობთ, რომ მომატებული რისკები ეფექტიანად ვმართოთ და მინიმუმამდე შევამციროთ ვირუსის გავრცელება

ფოთის მერიაში, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერის, გოჩა კურდღელიას ხელმძღვანლობით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც არსებული ეპიდვითარება მიმოიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

როგორც გოჩა კურდღელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.

„ამ ეტაპზე, ფოთში ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. მონიტორინგი გამკაცრდა მუნიციპალურ ტრანსპორტში, ბაზარსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ობიექტში. მერიის არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ 300-ზე მეტი ობიექტი შემოწმდა. კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში განხორეციელდება. მაქსიმალურად კოორდინებულად ვმუშაობთ, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტიანად და მინიმუმამდე შევამციროთ გავრცელება“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ფოთის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა