ქუთაისში რესტორან „პალადიუმის" მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას სხეულზე, სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.