ალექსეი ნავალნი რუსეთისგან იმ ტანსაცმლის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც კომაში ჩავარდნისას ეცვა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთისგან იმ ტანსაცმლის გადაცემას ითხოვს, რომელიც კომაში ჩავარდნის დროს ეცვა.

„სანამ ჩემს გერმანიაში გადმოყვანას დასთანხმდებოდნენ, მათ გამხადეს ტანსაცმელი და სრულიად შიშველი გამომაგზავნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს სხეულზე „ნოვიჩოკი“ აღმოაჩინეს, ჩემი ტანსაცმელი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, ვითხოვ, ტანსაცმელი ფრთხილად ჩადონ პოლიეთილენის პარკში და დამიბრუნონ“, - წერს ნავალნი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა