გია ხუხაშვილი - ხელისუფლების ამოცანა 40%-იანი ბარიერის გადალახვაა, მეორე ტური ძალიან ბევრგან გვექნება

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა ხელისუფლების ამოცანა 40%-იანი ბარიერის გადალახვაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხუხაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“ გრადუსი“ ისაუბრა.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, არჩევნებს კვლავ „ქართული ოცნება“ მოიგებს, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობა გავა.

ხუხაშვილის თქმითვე, ხელისუფლება მეორე ტურს ვერ აცდება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ხელისუფლების ამოცანა არის 40%-იანი ბარიერის გადალახვა და შევსება მაჟორიტარებიდან და ა.შ. , რომ შედეგი მიიღოს. კვლევებიდან ჩვენ შეგვიძლია, ერთი კანონზომიერება დავინახოთ, უფრო სწორად, რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ.პირველი დასკვნა გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში გავა პირველ ადგილზე, რაც არ უნდა მოხდეს ამის შემდეგ. მეორე ადგილზე ყველა შემთხვევაში გავა „ნაციონალური მოძრაობა“ და პარლამენტში ჩვენ გვეყოლება 5-დან 10 პარტიამდე. ესეც ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ბუნებრივი ბარიერიდან გამომდინარე ბევრი პარტია გადალახავს ბარიერს, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უნაშთო არჩევნები და ესეც იმუშავებს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლებამ თუ პროპორციულ ნაწილში ვერ აწია 40%-იანი ბარიერი, ამ შემთხვევაში, მას მეორე ტურების წინ სერიოზული პრობლემა შეექმნება.

ჩემი პროგნოზით, მეორე ტური ძალიან ბევრგან გვექნება, 30-ვეში ვერ ვიტყვი, მაგრამ 20-ზე მეტში გვექნება. თუ ამომრჩეველს გაუჩდა განცდა, რომ ხელისუფლება შეიძლება დამარცხდეს მეორე ტურში, ეს ძალიან პრობლემატური იქნება ხელისუფლებისთვის. ასე, რომ ჩვენ ახლა თამაშის შუაგულში ვართ, სადაც ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ დარჩეს უპრობლემოდ ძალაუფლებაში, მაგრამ ამის შანსები ყოველდღიურად მცირდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა