სერგი კაპანაძე - უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მივიღებთ - ღვარძლიანი წულუკიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ

„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ კომისიას „ღვარძლიანი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს“, რომელიც პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული არ არის.

„არ მივიღებთ უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში. ეს არის ის კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული და ღვარძლიანი სახე, ქალბატონი წულუკიანი, რომელიც ამ კომისიას, ისევე როგორც ყველაფერ დანარჩენს იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, ის ვერასდროს მალავს თავის ზიზღს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებს ის თავის პოზიციას ბოროტად მის უწყებაში საჯარო მოხელეებთან მიმართებით. კარგად ვიცით, რამდენჯერ გაათავისუფლა განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო თანამშრომლები, როგორ დევნიან მათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი ხელმძღვანელობს უწყებას. წინა გამოცდილების გათვალისწინებითაც ქალბატონი წულუკიანი არცერთხელ არ ყოფილა დაინტერესებული, რომ რაიმე პრობლემა მოგვარებულიყო. ჩვენ ამ ღვარძლიანი ადამიანის შოუში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შეუძლია შეიკრიბოს თავის თანამზრახველებთან, თანამოაზრეებთან ერთად და იმსჯელოს",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა