კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47.

„დაგვემატა 218 ახალი შემთხვევა და ჯამში გახდა 3913 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, იქ 137 შემთხვევაა, თბილისში 47 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში-6, იმერეთში-26, გურიაში კი 2 ახალი შემთხვევა გვაქვს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 40-ით გაიზრდა, ჯამში გამოჯანმრთელებულების პროცენტრული მაჩვენებელი 50%-ზე ნაკლებია.

დღევანდელი მონაცემებთ, ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი, კოვიდცენტრებში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების რაოდენობას ზუსტად ვერ მოგახსენებთ. მძიმე პაციენტები არიან, მაგრამ ამ ეტაპზე ზუსტ მონაცემებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა