კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 77 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო

კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 77 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, პაციენტი დადასტურებული კოვიდინფექციით ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, 07:00 საათზე, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდაც რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,“- ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

„ბომონდის“ კოვიდცენტრში ამ დროისათვის 83 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინეა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადაყვანილი ხანდაზმული ქალის მდგომარეობა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს