რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტრო - ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაასრულა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიათურაში მოეწყო წყლის სრულად ახალი სათავე ნაგებობა, წყლის შემკრები რეზერვუარი, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელი და ჭაბურღილები. აგრეთვე, აშენდა საქლორატორო სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სატუმბ სადგურებსა და რეზერვუარებს, ასევე აშენდა ახალი რეზერვუარი.

„ჭიათურას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა, განხორციელებული სამუშაოების შედეგად კი, ქალაქში არსებული პრობლემა საბოლოოდ გამოსწორდა და 20 000-მდე ადგილობრივი 24-საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს.

პროექტი აზიის განვითარების ბანკმა 43 მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს