აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე - აჭარის 8 კოვიდკლინიკაში დღეისათვის 550-ზე მეტი პაციენტი იმყოფება

ბათუმის 8 კოვიდკლინიკაში 550-მდე პაციენტი იმყოფება. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე აცხადებს, კოვიდკარანტინში 578 პირი იმყოფება, რომელთა მდგომარეობა არის უსიმპტომო და მათზე ექიმების მეთვალყურეობა მიმდინარეობს.

ნონა ეფაძის ინფორმაციით, აჭარაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 137 პირს დაუდასტურდა.

მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საწოლფონდები გაიზრდება.

"სამწუხაროდ, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, ეს გახლდათ 67 წლის მამაკაცი დატვირთული ანამნეზით, ანუ თანმხლები დაავადებებით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, გუშინ აჭარაში 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთეული შემთხვევები მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

დღეისათვის აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 550-მდე პაციენტი, ხოლო ე.წ კოვიდკარანტინებში განთავსებულია 578 პირი. გუშინ კოვიდ კარანტინი 14 პირმა დატოვა, ბოლო დღეებში კოვიდკარანტინებიდან გაწერილი არის 122 პაციენტი და დღეისათვის კოვიდკარანტინების გაწერის მოლოდინში არის 100-ზე მეტი პირი.

ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს, უზრუნველყოფილია საწოლფონდი და ემატება კოვიდკარანტინები.

დღეისათვის 550-ზე მეტი პაციენტი აჭარის 8 კოვიდკლინიკაში არის განთავსებული",- აღნიშნა ნონა ეფაძემ.

იხილეთ ვიდეო:აჭარის 8 კოვიდკლინიკაში დღეისათვის 550-ზე მეტი პაციენტი იმყოფება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს