დავით ბაქრაძე - პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ, მას პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა ექნება

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მოქალაქეების წინაშე ვალდებულებას იღებენ, რომ წინასაარჩევნოდ გაცემულ ყველა დაპირებას შეასრულებენ. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ მიზნით მათ დღეიდან ხალხში ე.წ. ვალდებულებათა ბარათის დარიგება დაიწყეს.

"ქვეყანა შესულია ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავლისთვის. ასეთი გეგმა გააჩნია "ევროპულ საქართველოს". ჩვენთვის ეს არ არის დაპირება, რადგან სიტყვა "დაპირებამ" ფასი აბსოლუტურად დაკარგა. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ვალდებულებაზე თითოეული ჩვენთაგანი ვაგებთ პასუხს. ეს ვალდებულებაა ის, რომ გადასახადებს შევამცირებთ და მათი შემცირების შემდეგ, ყოველწლიურად შევქმნით ქვეყანაში 100 ათას სამუშაო ადგილს, გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას",-განაცხადა ბაქრაძემ.

მან გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, დღეიდან ისინი, ასევე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მოსახლეობას ვალდებულებათა ბარათებს დაურიგებენ.

"გვექნება ორი დოკუმენტი, ერთი არის ვალდებულებათა ბარათი, სადაც მოკლედ არის გაწერილი ყველა ის ვალდებულება, რასაც ვიღებთ. მეორე იქნება ხელშეკრულება ხალხთან, რომელზეც იქნება პარტიის ლიდერების ხელმოწერა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ. მას ექნება პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა და ეს არ იქნება ჰაერში გასროლილი დაპირება",-განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:"ევროპულმა საქართველომ" დღეიდან ხალხში ე.წ. ვალდებულებათა ბარათის დარიგება დაიწყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა