ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორნავირუსით ინფიცირებული 160 პაციენტიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორნავირუსით ინფიცირებული 160 პაციენტიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

როგორც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი გია კიკაბიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, 21 -დან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

მისი ინფორმაციით, ხუთ პაციენტს ჟანგბადი მუდმივად მიეწოდება.

„21 პაციენტი რეანიმაციაში გვყავს, აქედან ოთხი აპარატზე იმყოფება. აქვთ ორმხრივი პნევმონია, ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებულია. მათი მდგომარეობა მძიმეა. ხუთ პაციენტს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია"- განაცხადა გია კიკაბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო