ზაზა გაბუნიამ ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ევროპის საბჭოს პროექტის „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერება“ ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მოქალაქეს უნდა იწვევდნენ კონსულტაციისა და დიალოგისათვის და ის უნდა იყოს პარტნიორულ კავშირში გადაწყვეტილების მიმღებ სახელისუფლებო ინსტიტუციებთან. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მსურს, გამოთქვა დიდი კმაყოფილება, რომ ევროპის საბჭოს ინიციატივით მსჯელობა იმართება დემოკრატიის არსებითი ელემენტის - მოქალაქეთა ჩართულობის, მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ.

სწორედ ეს არის ინდივიდუალური და კოლექტიური ძალისხმევა საჯარო ინტერესების სასარგებლოდ, ამისთვის კი აუცილებელია, რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული, რომ მას იწვევდნენ კონსულტაციისა და დიალოგისათვის და რომ ის იყოს პარტნიორულ კავშირში გადაწყვეტილების მიმღებ სახელისუფლებო ინსტიტუციებთან.

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი სცნობს რამდენიმე სახეს მოქალაქეთა დემოკრატიულ პროცესებში, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობისთვის. ეს გახლავთ: დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, კომისიებსა და საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა და სხვა.

ეს კარგი შესაძლებლობაა, თუმცა საჭირო იყო მეტი. ამიტომ, IX მოწვევის პარლამენტმა, ჩემდამი რწმუნებულმა კომიტეტმა მოახდინა ინიცირება “უტრეხტის აქტის" რატიფიკაციის სამუშაოს დაწყებისა, რაც განვახორციელეთ კიდეც და საქართველო უკვე შეუერთდა ამ მნიშვნელოვან ევროპულ დოკუმენტს”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო და ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება უნდა განამტკიცოს X მოწვევის პარლამენტმა.

“აქტმა უნდა წაახალისოს მმართველობის აღმასრულებელი ნაწილი, რომ არსებული მექანიზმებიც იქნას გამოყენებული სრულად და შემუშავებული იქნას ახალი ინსტრუმენტებიც”,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საუბრის ბოლოს ზაზა გაბუნიამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში არის ბევრი საინტერესო სიახლე, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისათვის მაგალითი უნდა გახდეს.

„ევროპის საბჭოს პროექტის მიზანს დემოკრატიული მმართველობის განვითარება და მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება წარმოადგენს, მათ შორის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ არსებული სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების უკეთ გამოყენების წახალისების მეშვეობით.

შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო