პრეზიდენტი გაეროს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 30 სექტემბერს, გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელზეც ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალ მიდგომებზე იმსჯელებენ,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გაეროს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი თუშეთს ეწვია, „რადგან თუშეთი თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეულია და დაათვალიერა ეროვნულ პარკი, რომელიც 15000 ჰექტარზეა განთავსებული, ფლორის 1000-ზე მეტ და ფაუნის 180-მდე სახეობაა წარმოდგენილი“.

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ქსელის კიდევ უფრო განვითარება, ასევე, დაცული ტერიტორიების, როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება.

პანდემიის გამო, სამიტი გაეროს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში, 30 სექტემბერს ვირტუალურად ჩატარდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა