ზუგდიდში, ოქროს ბირჟის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოქროს ბირჟა დაიკეტა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოქროს ბირჟა დაიკეტა.

მისი განცხადებით, 21 სექტემბერს რეგიონში მცხოვრებ 340 ადამიანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, საიდანაც 2-ს ვირუსი დაუდასტურდა.

„ზუგდიდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ერთი 50 წლის მამაკაცია, რომელიც ოქროს ბირჟაზე მუშაობს და ამ დროისთვის მისი 45 კონტაქტია გამოვლენილი. მეორე გახლავთ 72 წლის ქალი, გამოვლენილია მისი 25 კონტაქტი. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. ზუგდიდში მდებარე ოქროს ბირჟა დახურულია. მიმდინარეობს თანამშრომლების ტესტირება“,-აღნიშნა მალხაზ თორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო