აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, შენიშვნების ნაწილის გათვალისწინებით, ერთი მოსმენით მიიღო

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, შენიშვნების ნაწილის გათვალისწინებით, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, კანონის პროექტი, რომელიც რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულებას მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს აკისრებს.

მათივე ცნობით, ცვლილების თანახმად, აღნიშნული ცნობის წარდგენისათვის მათ კენჭისყრიდან 7 დღის ვადა განესაზღვრათ.

ასევე, რიგგარეშე სხდომაზე 13 ხმით დამტკიცდა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ წულაძის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი „საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“.

„კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობის ტერიტორიაზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში, უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტის თანახმად, სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, ხელვაჩაურის მერიას, როგორც მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს შესაძლებელობა ექნებათ შეადგინონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საკითხს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით გაბაიძე და ვახტანგ წულაძე წარადგენენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, კანონმდებლებმა ამავე სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და 5 კომიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის ანგარიშები, რომლებიც ამავე საბჭოსა და კომიტეტების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა