დავით ბაქრაძე - კრიზისიდან გამოსვლის ნაცვლად, მთავრობა მოსახლეობის ხარჯზე იღებს კეთილდღეობას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი ბოლო წლებშიუკიდურესად გაიზარდა, ქვეყანაში დიდი ინფრასტრუქტურტული პროექტი არ განხორციელებულა და ეს თანხა კორუფციულ გარიგებებსა და ბიუროკრატების ჯიბეებში წავიდა.

დავით ბაქრაძის თქმით, ამ ვალის გადახდა თითოეულ მოქალაქეს საკუთარი გადასახადებით მოუწევს და ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი 31 ოქტომბრის არჩევნებია.

„ქვეყანაში არ ჩანს არაფერი ხილული, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც ვიტყვით, რომ დაფინანსებულია ამ ვალით, არ აშენებულა ახალი ნავსადგურები და პორტები, არ აშენებულა ახალი ქალაქები, დღემდე დაუსრულებელია ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც უნდა დასრულებულიყო რამდენიმე წლის წინ. ამიტომ სად წავიდა ეს თანხა არავინ არ იცის, წავიდა როგორც ჩანს და გადანაწილდა მთავრობის ჯიბეებში, ბიუროკრატიის ხარჯებში, კორუფციაში, ფუფუნებაში, ტენდერების „ატკატებში“ და ამის ფასი უნდა გადავიხადოთ თითოეულმა ჩვენგანმა.

დღეს, თითოეულ ახალშობილს ამ ქვეყანაში, დაბადებიდანვე აქვს 7500 ლარის ვალი, ამ მთავრობის გამო. ამ მთავრობის მოქმედების გამო, თითოეულ ოჯახს აქვს უზარმაზარი ვალი. არავის არ ეგონოს, რომ ეს ვალი არის სადღაც სხვაგან, არა ეს ვალი უნდა გადაიხადოს მთვარობამ ჩვენი გადახდილი გადასახადებით, ანუ ჩვენ უნდა მოგვაკლდეს რაღაც, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს პენსია, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს სოციალური დახმარება, ჩვენ უნდა მოგვაკლდეს გზა, ჩვენ შვილებს უნდა მოაკლდეს სკოლაში განათლების ხარისხი, ჩვენს მასწავლებლებს უნდა მოაკლდეთ ხელფასი და ამით უნდა გავისტუმროთ ეს ვალი ყველამ ერთად.

მთავრობა, რომელიც საკუთარ თავზე ხარჯავს ამხელა ფულს, ახდევინებს ამის ფასს მოსახლეობას და ამაშია სწორედ ძირითადი პრობლემა, რომ კრიზისიდან გამოსვლის ნაცვლად, მთავრობა მოსახლეობის ხარჯზე იღებს კეთილდღეობას და აღრმავებს ეკონომიკურ კრიზისს.

ერთადერთი გამოსავალია 31 ოქტომბრის არჩევნები, გარდამტეხი ცვლილებები და იმ გუნდის მხარდაჭერა ევროპული საქართველოს სახით, რომელიც მართლაც გარდამტეხი ცვლილებებით შეცვლის იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩააყენა ქვეყანა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა