სამეგრელო-ზემო სვანეთის ოპერაციული შტაბის სხდომაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა. სხდომას ზუგდიდის მერი, სამართალდამცავი და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინეს კლინიკებსა და საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება.

„ყურადღება გამახვილდა რეგიონში სადეზინფექციო საშუალებებით თავშეყრის ადგილების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სასწავლო დაწესებულებებისა და სავაჭრო ობიექტების დამუშავების მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებმა შტაბს რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოვლენილია ინფიცირებულების 70-ზე მეტი კონტაქტი. ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფეციით 25 ადამიანი მკურნალობს. მარტის თვიდან კორონავისრუსზე სულ რეგიონში გაიტესტა 27 ათასზე მეტი მოქალაქე, აქედან 74 ადგილობრივს გამოუვლინდა ინფექცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა