მარინა ეზუგბაია - უნდა დავიცვათ რეგულაციები, რათა აჭარაში არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ, ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და კორონავირუსის ლიკვიდაცია მოხდეს

უნდა დავიცვათ რეგულაციები, რათა აჭარაში არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ, ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და კორონავირუსის ლიკვიდაცია მოხდეს, - ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბათუმში განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, აჭარაში სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით შეხვდება და რეკომენდაციებს მისცემს.

მარინა ეზუგბაიას თქმით, იგი აჭარაში აჭარის მთავრობის თხოვნით ჩავიდა და ეპიდსიტუაციას სრულყოფილად გაეცნობა.

"ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც განხილული იქნა ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია კოვიდ-19-თან. აჭარის მთავრობის თხოვნით, ბათუმში ვიმყოფები. მე გახლავართ, ქვეყანაში კოვიდ-19-ის მართვის კლინიკური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ჩემი მიზანია, რომ აჭარაში კოვიდ 19 -ის დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს შევხვდე. რეკომენდაციებს მივცემ და ექიმებს ტრენინგებს ჩავუტარებ, ასევე გავეცნობი სრულყოფილ სიტუაციას.

უნდა დავიცვათ რეგულაციები, რათა არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ და მივიღოთ სტაბილიზაცია, რომ ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და ლიკვიდაცია მოხდეს რეგიონში კოვიდ -19-ის. აუცილებელია მოქალაქეების თანადგომა, რათა კიდევ უფრო არ გაღრმავდეს",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა