თენგიზ ცერცვაძე - საქართველო დააკვირდება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, ხომ არ დაუტოვა ვირუსმა მათ დაზიანება სხვადასხვა ორგანოში

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს დააკვირდებიან იმის დასადგენად, დარჩათ თუ არა მათ რაიმე პრობლემა კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ.

როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მსოფლიოში არის კვლევები, რომლებმაც „თითქოს აჩვენებს“, რომ დაავადების გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ მთელ რიგ ორგანოებში, პირველ რიგში კი ფილტვებში, სისხლძარვებში გულში, თავის ტვინში დარჩა სერიოზული დაზიანებები.

„ჩვენთან ჯერჯერობით ასეთი მოვლენებით და პოსტკოვიდური გართულებებით არავის მოუმართავს, მაგრამ ჯერ ადრეა. სულ 7 თვეა, რაც პირველი შემთხვევა დადასტურდა.

ჩვენ შევიმუშავეთ წინადადებები, რომ ქვეყანა დააკვირდეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს. კორონავირუსისგან განკურნებისგან 3, 6 თვის, 1 წლის შემდეგ გამოვიძახოთ პაციენტები და შევამოწმოთ, დარჩათ რაიმე დაზიანებები ორგანოებში, თუ არ დარჩათ. ჯეჯერობით ასეთებს არ მოუმართავთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება იმას, სანამდე მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ცერცვაძის თქმით, პანდემია, შესაძლოა, შემდეგ წელს, ზაფხულში „თავისით დასრულდეს“, თუმცა იქვე ვარაუდობს, რომ მსოფლიო მედიცინა ამას არ დაელოდება და იქამდე ვაქცინას შექმნის.

„კორონავირუსის პანდემია ადრე თუ გვიან შეიძლება დასრულდეს თავისით. ეს როდის მოხდება არ ვიცით. ეს იქნება დაახლოებით, შემდეგი წლის ზაფხულში., თუმცა მე მგონი, მეცნიერება არ მოიცდის და პანდემია ვაქცნის შექმნისთანავე დასრულდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა