თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიოლოგების რაოდენობა გაიზარდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიეპიდემიოლოგების რაოდენობა გაიზარდა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობა საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებს. "მთლიანად ლოჯისტიკური რგოლი, ლაბორატორიული სიმძლავრეები, ეპიდემიოლოგიური სიმძლავრეები, როგორც ადამიანური ასევე ტექნიკური რესურსი რეგიონში სრულად არის მობილიზებული და ჩვენ გვაქვს, ყოველდღიური კოორდინაცია და მხარდაჭერა საკოორდინაციო საბჭოსგან პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. იცით, რომ ლაბორატორიების მიმართულება გაძლიერდა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან, ამავე დროს გაძლიერდა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, შესაბამისად იქ მოხდა დამატება ახალი ეპიდემიოლოგების, რომლებიც შეძლებენ კიდევ უფრო ეფექტური გახადონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა. დაინფიცირებული პაციენტების მართვის ნაწილში ჩვენთვის პრიორიტეტია, რა თქმა უნდა კლინიკური მიმართულებით გაძლიერება და სწორედ ამ მიზნით, კონსულტაციები გვქონდა, დღეს უკვე აჭარაში ჩამოვიდა მარინა ეზუგბაია, მის კოლეგებთან ერთად. ჩვენ გავაგრძელებთ, კოვიდმართვის კლინიკასთან აქტიურ კონსულტაციას, რომ კლინიკური მიმართულებები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და პაციენტების მდგომარეობა კარგად შეფასდეს, რაც მოგცემს საშუალებას, რომ მკურნალობა და დაინფიცირებული ნაკადების მართვა ეფექტურად მოხდეს, რათა მოქალაქეების სიცოცხლეს რისკი არ შეექმნას",- განაცხადა რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს