თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ეპიდსიტუაციის დამძიმება მოსალოდნელი იყო.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურისტულ სეზონზე ზღვისპირა რეგიონში უამრავი ადამიანის კონცენტრირება იყო, რამაც ეპიდსიტუაცია დაამძიმა.

„ეს ყველაფერი პროგნოზირებადი იყო, რადგან ზაფხულში უამრავი ადამიანის კონცენტრირება მოხდა, მათ შორის შიდა ტურიზმიდან გამომდინარე. ამავე დროს, სარიტუალო ღონისძიებები იმართებოდა, რომელთან მიმართებაშიც ყოველთვის ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად მკაცრები ვყოფილიყავით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ სიტუაციის სტაბილიზაცია და ეპიდვითარების ლოკალიზება მხოლოდ ერთიანობით, სოლიდარობით და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობით შესაძლებელია. სახელმწიფო და ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ეს პროცესები ეფექტურად მართოს",- აღნიშნა რიჟვაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ბათუმში მობილობისგან თავი შეიკავონ და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მოქალაქეთა მაღალი პასუხსისმგებლობით, შესაძლებელია სიტუაციის სწრაფად დასტაბილურება.

"მნიშვნელოვანია, რომ მობილობისგან თავი შევიკავოთ განსაკუთრებით ბათუმში, ვინაიდან, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ვმართოთ დაინფიცირებული ადამიანები და ამავე დროს კონტაქტების მიდევნება მოვახდინოთ, რათა კონტაქტების გავრცელება არ გვქონდეს. დღეს სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს. გამოვლენასთან მიმართებაში იცით, რომ რეგიონში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, ამან მოგვცა საშუალება,რომ ადრეულ ეტაპზე დაინფიცირებული ადამიანების გამოვლენა მომხდარიყო და მათი მართვა. ჩვენ მიზნობრივ ტესტირებაზე გადავდივართ და ჯანდაცვის სექტორი გეტყვით, რომ ყველა არ საჭიროებს ტესტირებას. მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტები კიდევ უფრო კარგად იყოს დალაგებული, რათ მზარდი ნაკადების ფონზე ჩვენ შევძლოთ, სიტუაციას უკეთ გავუმკლავდეთ, თუმცა პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ წესებს დავიცავთ ძალიან მალე სიტუაციის აბსოლუტურ სტაბილიზაციას შევძლებთ რეგიონში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა