თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და მზარდი ნაკადების ფონზე ეს რიცხვი იცვლება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის გამო, აჭარის რეგიონში რაიმე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და ადაპტაცია უნდა შეძლონ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში საწოლფონდი მობილიზებულია.

"ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოგვეცხადებინა, ამან მოგვცა საშუალება რომ ვირუსი შეგვეჩერებინა, მეტი კომპეტენცია დაგვეგროვებინა ამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით, თუმცა ახლა მოვიდა დრო, რომ ამ ვირუსის მართვა და ადაპტაცია მოვახდინოთ. მოქალაქეებს უწევთ, ამ ვირუსთან ერთად ადაპტაცია და თანაცხოვრება. ერთმნიშვნელოვნად არ იგეგმება, რაიმე სახის მძიმე შეზღუდვების დაწესება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით სწარაფად მოხდა საწოლფონდის მობილიზება და 600-ზე მეტი საწოლია და მზარდი ნაკადების ფონზე ეს რიცხვი ყოველ საათში იცვლება. აჭარაში კერძოდ, ბათუმში არცერთი ადამიანი სამედიცინო სერვისის გარეშე არ არის დარჩენილი. დღეს 50-მდე ადამიანი ბინაზე გაეწერა, დღეს 121 პირი კოვიდკარანტინებს დატოვებს",- განაცხადა რიჟვაძემ

მთავრობის თავმჯდომარემ კლინიკებში არსებულ ხარვეზებსა და გადაცდომებზეც ისაუბრა.

"გადაცდომებთან დაკავშირებით რეაგირება გვქონდა. ყოველდღიურად 100-ზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა გვაქვს, რაც უდიდეს დაწოლას ნიშნავს ჯანდაცვის სისტემაზე და განსაკუთრებით ეპოდემიოლოგებზე, მაგრამ რეგიონის ნაწილში არ გვყავს არცერთი დაინფიცირებული პაციენტი, რომელიც ვერ იღებს ბინაზე ან სასტუმროში შესაბამის სერვისს. კლინიკურ მიმართულებებს გავაძლიერებთ, სისტემურად გარკვეული ხარვეზები აღმოფხვრილია",- განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის. როგორც მან მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობა ეპიდსიტუაციის დინამიკას დააკვირდება და ამის შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას.

"გეგმის შესაბმისად, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დავაკვირდებით შემდგომი დღეების დინამიკას და სიტუაციის ადეკვატურად ვიმოქმედებთ, რეგიონის და ქალაქის ჩაკეტვა არ იგეგმება",- განაცხადა რიჟვაძემ

ცნობისთვის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს