ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა.

როგორ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადი, მდგრადი და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ნატო-სთან არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო