ნინო ნიჯარაძე - აჭარაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი

აჭარაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, თუ მოქალაქეები წესებს არ დაიცავენ, რეგიონში კოვიდ -19-ის შემთხვევათა შემცირება ვერ მოხდება.

"აჭარაში ეპიდსიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადია. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, შემთხვევების სტაბილური მატება გვაქვს. არ გვაქვს უეცარი მატების ტემპი, ეს არია კარგი პროგნოზი. აღნიშნული ტემპი შეიძლება, შენარჩუნდეს მომდევნო, რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ არა გვაქვს უცებ კლების მოლოდინი. მომდევნო დინამიკა მოსახლეობაზე არის დამოკიდებული. აქ არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა და ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ერთობლივად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. თუ კი მოსახლეობა არ დაგვიდგა და თუ კი ყველა ის წესი არ გაითვალისწინა, რაც არის მათი მოქალაქეობრივი ვალი , სხვაგვარად შემთხვევების შემცირება ვერ მოხდება",- განაცხადა ნიჟარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა