აჭარის ტელევიზიის ოპერატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი აუწყებელში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ფირუზ ბოლქვაძე "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი განცხადებით, არხის თანამშრომელი შვებულებაშია და ტელევიზიის სხვა თანამშრომლებთან ახლო კომუნიკაცია არ ჰქონია.

"თავდაპირველად მის შვილებს დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, იგი შვებულებაში იმყოფებიდა და არხის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო კონტაქტი არ ჰქონია. ტელევიზია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ჯანდაცვის სამინისტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და წესებს არხში უფრო მეტად გავამკაცრებთ. ჩვენი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

ის საჭიროება, რომ მაუწყებელში სამუშაო პროცესი შეჩერდეს, ამ ეტაპზე, არ დგას. ახლაც შვებულებაშია ჩვენი თანამშრომელი",- აცხადებს ფირუზ ბოლქვაძე ცნობისთვის, აღნიშნულ მაუწყებელში კორონავირუსი უკვე მეორე თანამშრომელს დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს