გიორგი ვაშაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს შეხვდა

„სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გუნდის სხვა ლიდერებთან - თეონა აქუბარდიასა და სერგო ჩიხლაძესთან ერთად, გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიასთან დაკავშირებულ კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

„დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის" სხვა ლიდერებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შევხდით, სადაც ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიასთან დაკავშირებულ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ვისაუბრეთ.

შეხვედრაზე ხაზი გავუსვით არჩევნებზე პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლების მნიშვნელობას და მათ როლს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის. აღსანიშნავია, რომ პარტნიორი ქვეყნების ელჩებს დიდი დამსახურება მიუძღვით 8 მარტის შეთანხმების მიღწევაში და აქვე მინდა ხაზი გავუსვა საარჩევნო პერიოდში მათთან რეგულარული შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას.

მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის," -აღნიშნა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა