ნინო ნიჟარაძე - აჭარაში ორი ონლაინ კლინიკა მუშაობს, სადაც 18 დატრენინგებული ექიმია მობილიზებული

აჭარაში ორი ონლაინ კლინიკა მუშაობს, სადაც 18 დატრენინგებული ექიმია მობილიზებული, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლზე ისაუბრა .

"ბინაზე პროტოკოლის თანახმად, როდესაც კოვიდინფექციაზე შემთხვევის დადასტურება ხდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ავტომატურად გადაეცემა საგანგებო სამსახურს, 112-ში ჩართული არის ონლაინ კლინიკები. აჭარაში ორი ონლაინ კლინიკაა, სადაც დატრენინგებულია 18 ექიმი. ონლაინ სერვისის მიღების შემდეგ, კოვიდდადასტურებულ პირს უკავშირდებიან და ინფორმაციის დეტალურად შეკრება ხდება, პირველ რიგში, მათი ჯანმრთელობის შესახებ, საიზოლაციო საცხოვრებელი პირობების შესაბამისობის შესახებ და გადაწყვეტილების მიღება ხდება. ანუ, ეს პირი კოვიდკლინიკაში, სტაციონარში, თუ ბინაზე დარჩება. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული, არის ბავშვი, ფეხმძიმე ქალი, ან სხვა რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტი, იგი უდაოდ, კლინიკაში გადადის. თუ უსიმპტომო პაციენტს არა აქვს საცხოვრებელი პირობები, კოვიდკლინიკაში გადადის, სადაც ოჯახის ექიმი მეთვალყურეობას ამყარებს",- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს