აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - სამედიცინო პერსონალი ინფექციურ კონტროლს უნდა იცავდეს, კლინიკებში ხარვეზებზე რეაგირება იქნა მიღებული

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე სამედიცინო პერსონალს ინფექციური კონტროლის ღონისძიებების დაცვისკენ მოუწოდებს.

მინისტრმა აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ხარვეზებზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს და ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია.

"ნებისმიერი კლინიკა ვალდებულია დაიცვას წესები, რადგან შესაძლოა, მათთან შემსვლელი პირი კოვიდინფიცირებული იყოს, ის იქნება ამბულატორიული თუ ჰოსპიტალური პაციენტი. კოვიდკლინიკებთან მოთხოვნები არის იგივე, პაციენტებთან მიმართებაში იქ შიდა მოძრაობებზე შეზღუდვებია. კოვიდკლინიკები და ცხელების ცენტრები ვალდებული არიან, მაქსიმალურად დაიცვან პირადი უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, მოქალაქეების შესვლა კი პროტოკოლით არის გაწერილი და მინიმუმამდე უნდა იყოს.

სამედიცინო პერსონალი, პირველ რიგში, ინფექციურ კონტროლს უნდა იცავდნენ. ყველა არის გაფრთხილებული და ხარვეზებზე რეაგირება იქნა მიღებული“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს, ნიჟარაძის თქმით, მას ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომლის პროვოცირება ვირუსული ინფექციით მოხდა.

ცნობისთვის, აჭარაში რამდენიმე კლინიკის სამედიცინო პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა, თავის მხრივ კლინიკაში მოთავსებული პაციენტები აცხადებენ, რომ წესების დაცვა სრულად არ ხდება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო