თეონა აქუბარდია - სამართალდამცავებს მივმართავ, დროულად გამოიძიონ "სტრატეგია აღმაშენებელზე" განხორციელებული ძალადობის ფაქტები, როგორც ჩანს, ვიღაცას ჩვენი მზარდი რეიტინგი აღიზიანებს

"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი თეონა აქუბარდია სამართალდამცავებს მიმართავს, დროულად გამოიძიონ პარტიაზე განხორციელებული გახშირებული ვანდალიზმის ფაქტები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, თეონა აქუბარდია არ გამორიცხავს, რომ ეს განპირობებული იყოს "სტრატეგია აღმაშენებლის" მზარდი რეიტინგით, რამაც მოქმედი მთავრობა გააღიზიანა და სპეციალური ჯგუფების გამოყენებით ახდენენ მათი სარეკლამო მასალების დაზიანებას.

„უშაკოვის ქუჩაზე დააზიანეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ბანერი. ნაცვლად იმისა, რომ მერიის სამსახური კანონით დადგენილი წესით ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ახდენდნენ ასეთი ქმედებების ჩამდენი პირების დაჯარიმებასა და გამოვლენას, ისინი აჯარიმებენ ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს. ამ ფონზე უმოქმედოდ არის პოლიციაც, იმის ნაცვლად რომ იძიებდეს ანალოგიურ დანაშაულებებს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პოლიციას ვანდალიზმის ფაქტებზე, ჯერჯერობით არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთხელ ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიტანილი იერიში. როგორც ჩანს, მათ აღელვებთ ჩვენი მზარდი რეიტინგი და ეს იერიშებიც სწორედ ამით არის განპირობებული. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ, როგორც მერიის შესაბამის სამსახურებს, ასევე პოლიციას თავისი კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ყველა კანონის დამრღვევი პირი, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, მათ წინააღმდეგ იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული. პოლიციას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ასეთ ფაქტებზე. ეს კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ სამწუხაროდ „სტრატეგია აღმაშენებელთან" დაკავშირებით როგორც ჩანს, გაღიზიანებულია კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩვენს პლაკატებს მიზანმიმართულად უკვე არაერთგზის აზიანებს და ამით ცდილობს, რომ დაგვიპირისპირდეს. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს საქმიანობას ვაგრძელებთ და მოვითხოვთ, რომ კანონის სიმართლით დაისაჯოს ყველა ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს ახორციელებენ და არღვევენ კანონს", - აცხადებს თეონა აქუბარდია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა