ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას ნარაზენსა და შამადელაში შეხვდა

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ნარაზენსა და შამადელაში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები მოსახლეობასთან დღეიდან განსაკუთრებული რეჟიმით ჩატარება - ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება პირბადით, რათა მაქსიმალურად მოხდეს პანდემიისგან დაცვა.

,,ნარაზენი ერთ-ერთი ულამაზესი და ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებული. ვასრულებთ ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელ გზას, ასევე, დავიწყებთ საგრგრიგოლიოს გზის რეაბილიტაციას. ამავე სოფელში ფონდმა „ქართუმ" ხარების სამონასტრო კომპლექსი ააშენა, რომელიც ახალ ხიბლს სძენს ამ ულამაზეს სოფელს“ , - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მათივე ინფორმციით, ნარაზენის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას შამადელაში შეხვდა.

„წლების განმავლობაში სოფელს უგზოობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა გზის პროექტი უკვე დასრულების ბოლო ეტაპზეა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა