Reuters - მიჩიგანის შტატში ჯო ბაიდენს უფრო მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს ვიდრე დონალდ ტრამპს, ჩრდილოეთ კაროლინაში კი მათ ერთნაირი რეიტინგი აქვთ

Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჯო ბაიდენს მიჩიგანის შტატში პოტენციური ამომრჩევლების 49% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 44%. გარდა ამისა, შტატში გამოკითხული პოტენციური ამომრჩევლების 50% მიიჩნევს, რომ კორონავირუსს ჯო ბაიდენი უკეთ გაუმკლავდება, 44% - კი ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აჯობებს.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კაროლინას, იქ როგორც ჯო ბაიდენს, ასევე დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 47-47% უჭერს მხარს. გარდა ამისა, 47% აცხადებს, რომ კორონავირუსს ჯო ბაიდენი უკეთ გაუმკლავდება, 45%-ს კი მიაჩნია, რომ პანდემიას დონალდ ტრამპი უკეთესად შეებრძოლება.

Reuters/Ipsos-ი პოტენციური ამომრჩევლების ონლაინ გამოკითხვას 6 შტატში: ვისკონსინში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლიკაში, ფლორიდასა და არიზონაში ატარებს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებში ჯო ბაიდენს უფრო მეტი პოტენციური ამორჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე დონალდ ტრამპს. ფლორიდასა და არიზონაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა