უისკონსინის შტატში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოცხადდა

აშშ-ის უისკონსინის შტატის გუბერნატორმა ტონი ევერსმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შტატში დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენების ვალდებულება ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

ტონი ევერსის განმარტებით, სოციალურმა შეკრებებმა 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ინფიცირების შემთხვევების მატება გამოიწვია. გუბერნატორმა სტუდენტებს ბარებში სიარულისგან თავშეკავებისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდა.

ცნობისათვის, უისკონსინის შტატში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება აშშ-ს, Worldometers-ის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 097 937 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი 200 000-ს გადააჭარბა.

იხილეთ ვიდეო: უისკონსინის შტატში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა ხელახლა გამოცხადდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა