დავით ბაქრაძე - ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პარტიის პროგრამა გააცნეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული უიმედობა, უპერსპექტივობა, სიღარიბე და უმუშევრობა 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

„ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, ყოველდღიურად უფასურდება ლარი, მატულობს სიღარიბე და გაჭირვება და ამდროს გვყავს თვითკმაყოფილებაში ჩაძირული მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ასე.

ამრიგად, ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, ეს გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. „ევროპული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც საკუთარი გეგმით და პროგრამით შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეაჩერებს ფასების ზრდას და ვალუტის გაუფასურებას და ეს არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ იმ უიმედობის, გაჭირვების ოკეანიდან, რომელშიც დღეს არის ჩვენი ხალხი, გაჩვენოთ სწორი გამოსავალი და იყოს თქვენი გზამკვლევი ჩვენი ოჯახებისა და შვილების უკეთესი მომავლისაკენ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, გიორგი ღვინიაშვილის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.

„დღეს ჩვენ შევხდით საგარეჯოს ამომრჩეველს, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი პროგრამა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან, საარჩევნო კამპანია მიდის ინტენსიურად და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ ოლქში გავიმარჯვებთ.

ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და როგორ მოვუტანოთ თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა. გადასახადების შემცირებით და ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარის შემცირებით, თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად, საშუალოდ, 2000 ლარით მეტი დარჩება. სასამართლო და საპოლიციო რეფორმები ნიშნავს მეტ ინვესტიციას ქვეყანაში და ეკონომიკის გაძლიერებას. რეალური თვითმმართველობა ყველა ქალაქს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივები თვითონ გადაწყვეტენ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი. სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით, მოსახლეობა მიიღებს იმ ქონებას, რაც ეკუთვნით მათ. ამ გეგმით, ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, „ევროპული საქართველო“ კი იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს“, - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა