მამუკა ტუსკაძე - 2024 წლის საარჩევნო მოდელს ჩვენ მიმდინარე არჩევნებზე დავტესტავთ

„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს, -ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას წელსაც მხოლოდ პროპორციულისთვის მახასიათებელი ნიშნით ჩაატარებენ. ტუსკაძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ მაჟორიტარების გარეშე იბრძოლებს

„საშტაბო სტრუქტურები ამ ფორმატში მოვაწყეთ და კანდიდატებიც ამის მიხედვით გადავანაწილეთ. ანუ ისე, როგორც ეს ექნება ყველა პარტიას 2024 წელს. ჩვენ ვართ პირველები ამ მიმართულებით. გვყავდა 30-ვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ ყველა მათგანი ჩავსვით პარტიულ სიაში. რამდენადაც ვიცი, ასე აპირებდა „გირჩიც“, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დაეყენებინათ 2 კანდიდატი: დიდუბე-ჩუღურეთში - ზურა (გირჩი) ჯაფარიძე და ბათუმში - იაგო ხვიჩია. დანარჩენებს, ვგულისხმობ იმ 15 პარტიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის რესურსი გააჩნიათ, ჰყავს უკვე 30-ივე მაჟორიტარი“, - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2024 წლიდან ჩატარდება და წლევანდელისგან განსხვავებით, მონაწილე პარტიებს 5%–იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

აღნიშნულ კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა